„უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის მსმენელებს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა გააცნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანია მსმენელებს გაუღრმაოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.