თურქეთის ხელისუფლებამ მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ვებგვერდი ,,ვიკიპედია" დაბლოკა. თურქეთის ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს გადაწყვეტილების, თურქეთის შესაბამისი კანონის თანახმად, ასევე ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან საიტ ,,ვიკიპედიასთან" მიმართებაში ადმინისტრაციული ზომები გამოიყენება. ონლაინ ენციკლოპედიაზე წვდომის შეზღუდვის მიზეზი უცნობია.