მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დღეს დილით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შვიდი ბინა დაზიანდა.