ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა მძიმე წონის ფინალში თავისი პრინციპული მეტოქე, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
პირველი ოქრო ტურნირზე კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა მოიპოვა. მას ფინალში ტატო გრიგალაშვილთან უნდა ეჭიდავა, თუმცა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო.
ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.