რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გეგმავენ

09 მარტი 2025, 17:35 171 ნახვა

რუსეთი, ირანი და ჩინეთი სამხედრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გეგმავენ.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

წვრთნები, სავარაუდოდ, ხვალ, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაიწყება.

როგორც ცნობილია, წვრთნები მოიცავს საზღვაო სამიზნეებზე დარტყმის, ზიანის კონტროლისა და ერთობლივი სამძებრო-სამაშველო სასწავლო კურსებს.

რუსეთი, ჩინეთი და ირანი მსგავს წვრთნებს ყოველწლიურად ატარებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში