ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალების პირველი მატჩები დასრულდა

06 მარტი 2025, 09:55 119 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლა, ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, პარიზელები მაინც დამარცხდნენ 0:1. კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა ვარ-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ქართველ შემტევს საგოლე მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ ინგლისელები მეკარე ალისონმა გადაარჩინა. 78-ე წუთზე ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი შეცვალა. 87-ე წუთზე „ლივერპულის“ სწრაფი კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა ჰარვი ელიოტმა გოლით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ბენფიკა“ „ბარსელონა“ 0:1; „ბაიერნი“ „ლევერკუზენი“ 3:0; „ფეიენოორდი“ „ინტერი“ 0:2.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში