ღაზის სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის იდეის ალტერნატიული გეგმა არაბულმა ქვეყნებმა წარადგინეს.
კაიროში არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის გადაადგილების გარეშე ღაზის სექტორის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.
ეგვიპტის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეკონსტრუქციის გეგმა უზრუნველყოფს პალესტინელების საკუთარ მიწაზე დარჩენას.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეკონსტრუქციის გეგმა არ ასახავს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებას და არც „ჰამასის“ ქმედებებია დაგმობილი.
თავის მხრივ „ჰამასი“ მხარს უჭერს სამიტზე წეარმოდგენილ გეგმას, გაერო კი გეგმასთან დაკავშირებით თანამშრომლობისთვის მზად არის.