ტრამპმა კონგრესში ზელენსკის წერილი წაიკითხა

05 მარტი 2025, 11:09 144 ნახვა

ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა  კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, მუშაობს უკრაინაში საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად.

ტრამპმა განაცხადა, რომ  მიიღო წერილი უკრაინის პრეზიდენტისგან, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებებისადმი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.  

ზელენსკი-ტრამპის მოლაპარაკებები პარასკევს თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში  შეკამათების შემდეგ ჩაიშალა. ტრამპმა  კი უკრაინას ყველა სამხედრო დახმარება შეუჩერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში