წარმატებით იასპარეზა გორში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე სპორტულ კარატეში აჭარის ნაკრებმა. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და დიდების კატეგორიაში ჩატარდა.
აჭარის ნაკრები ტურნირზე 27 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან თერთმეტმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდის ანგარიშზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალია.
ბათუმელი სპორტსმენები უკვე მომავალი შეჯიბრებებისთვის ემზადებიან. მათ წინ ჯერ ქუთაისის ღია პირველობა, შემდეგ კი აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი ელოდებათ.