ტრიუდოს ჩარლზთან შეხვედრის მთავარი თემა კანადის სუვერენიტეტის დაცვა იქნება 

03 მარტი 2025, 10:55 123 ნახვა

კანადის პრემიერ-მინისტრმა   განაცხადა, რომ   მეფე ჩარლზთან მოლაპარაკებებზე  პრიორიტეტული საკითხი იქნება მისი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ კანადას ამერიკის 51-ე შტატად გადაქცევა შესთავაზა.

ტრიუდომ თქვა, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი მისი მოქალაქეებისთვის, ვიდრე  ქვეყნის სუვერენიტეტისა და  დამოუკიდებლობის დაცვა. 

გასულ კვირას მეფე ჩარლზმა ტრამპი  ბრიტანეთში მიიწვია, პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს ოფიციალური მოსაწვევი  ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას მსოფლიო მედიის წარმომადგენლების  წინაშე გადასცა.

ტრიუდოს თქმით, ტრამპის საუბარი კანადის მიერთებაზე რეალობასთან ახლოსაა და დაკავშირებულია ქვეყნის მდიდარ ბუნებრივ რესურსებთან. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი კანადა დათანხმდება გახდეს ამერიკის 51-ე შტატი, ეს მისთვის უკეთესი იქნებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში