ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ექვსი კვირით გაახანგრძლივა

02 მარტი 2025, 14:01 102 ნახვა

ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ექვსი კვირით გაახანგრძლივა. 

ქვეყნის პრემიერ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, ამ დრომდე ტყვეობაში რჩება მძევლების ნახევარი, მათგან 24 ცოცხალია, 39 კი – დაღუპული. 

შეთანხმების მეორე ფაზის დასაწყებად მოლაპარაკებები ჭიანურდება.

მეორე ფაზაში მხარეებმა დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლონ და ისრაელმა ღაზის სექტორიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს.

19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი ფაზის განმავლობაში ისრაელმა 33 – საკუთარი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე დააბრუნა, სანაცვლოდ კი „ჰამასს“ 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი გადასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში