მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში დღეს ლონდონი იქნება - დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ომში მყოფ ქვეყანას. ბრიტანეთში უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განხილვის მთავარი საკითხები უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება იქნება. მანამდე კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტის 10-ში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში უკრაინის ლიდერისა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა სკანდალით დასრულდა.
სტარმერი თავის რეზიდენციაში ზელენსკის თბილად მიესალმა, ზელენსკიმ კი თავის მხრივ მადლობა გადაუხადა პრემიერსა და ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის. დღეს ზელენსკი ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტს დაესწრება, ასევე შეხვდება მეფე ჩარლზს, რაც უკრაინის ლიდერის და უკრაინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვაა.