ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგი

28 აპრილი 2017, 00:00 3021 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში  წარადგინეს. დოკუმენტში, საუბარია იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რაც საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშრდება. სოფლის მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და შრომითი უფლებების გარდა, საუბარი ეხება საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობას.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ხელშეკრულების თანახმად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა და მთავარ გამოწვევად ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ  სისტემაზე გადასვლა რჩება.  

ამავე კატეგორიაში