ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ დატოვა

01 მარტი 2025, 13:06 125 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატები დატოვა და გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.

ზელენსკი დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ლიდერთა შეხვედრას დაესწრება, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.

დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი, დუგლას ალექსანდერი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოვალურ კაბინეტში მომხდარი სცენები არამხოლოდ ღრმა შეშფოთებასა და გამოფხიზლებას იწვევს, არამედ, „ყველაზე სერიოზული ფორმით აჩვენებს, მსოფლიოს ცვლილებას, რომელშიც გასული 80 წელი ვცხოვრობდით“.

მან პრეზიდენტ ზელენსკის „ევროპაში უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, ყველაზე გაბედული პოლიტიკური ლიდერი“ უწოდა.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი, უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი