აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს 28 თებერვალს ეწვევა ვაშინგტონს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ.
თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებული იქნება ტრამპთან მოლაპარაკებებზე და აშშ-ის დახმარებაზე.
შეთანხმების მიხედვით, რომელსაც უკრაინის პრემიერ მინისტრმა უწოდა "წინასწარი", კიევი თავისი მინერალური რესურსებიდან გარკვეულ შემოსავალს გადასცემს აშშ-ს მიერ ერთობლივად კონტროლირებად ფონდს.