გაჩეხილი ხეები და ეკოლოგიური ცვლილებები

28 აპრილი 2017, 00:00 4755 ნახვა

აჭარიდან,  შეკვეთილის  დენდროლოგიურ პარკში გადასატანად, კიდევ რამდენიმე ხეს ამზადებენ.  გარემოსდამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები  გარემოზე მიყენებულ ზიანზე საუბრობენ.  მათი განცხადებით, ხეების გაჩეხვის პროცესი, ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ხეების გადატანის პროცესს უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს ოპოზიციაც.  ისინი მთავარ მაგისტრალებზე იმ ნარგავების გაჩეხვასაც ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ტრანსპორტირებას აფერხებს.  რეგიონიდან ხეების გადატანის პროცესის შეჩერება “პარტიზანმა მებაღეებმაც” სცადეს, თუმცა - უშედეგოდ. პირველი ხე, ასწლოვანი  ტიტა, რომელიც 650 ტონას იწონიდა და 50 მეტრი სიმაღლის იყო, აჭარიდან 2016  წლის  მარტში  გადაიტანეს. სავარაუდოდ, რეგიონიდან დენდროლოგიურ პარკში ასზე მეტი ხის ტრანსპორტირება იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი