უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, წააქცია ხეები, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები შექმნა სოფლებში და ქალაქის ნაწილში. მოქალაქეები მაუწყებელს უკავშირდებიან, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. ამბობენ რომ რამდენიმე დღეა შუქი და წყალი არ მიეწოდებათ.
ასევე გზები არაა გაწმენდილი. სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვების მარაგი ეწურება და უგზოობის გამო პროდუქტების და მედიკამენტების ვერ ახერხებენ. რამდენიმე დღეა რაც ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი.
ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის დიდთოვლობამ 3-საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია. საერთო ჯამში კი, დიდთოვლობამ 6-დღის მონაცემით 18-საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ზოგან კი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა გახდა საჭირო. ქობულეთის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 2000 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 500 აბონენტს. სასმელი წყალი 7-სოფელს არ აქვს.
აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით ამ დროისთვის 21-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდის პროცესში. ქალაქის ნაწილში საავტომობილო გზა გაწმენდილია, სოფლებში ისევ რჩება შეზღუდვები.