საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაარწმუნა, შეწყვიტოს სავაჭრო ომი ევროპის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ფოკუსი ჩინეთზე გააკეთოს.
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ცდილობდა, დაერწმუნებინა დონალდ ტრამპი, არ დაეწესებინა ტარიფები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას არაფერი გაუკეთებია, რათა შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ზომები მიიღოს.