საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ბრაზილიიდან ექვსი მედლით დაბრუნდა

24 თებერვალი 2025, 08:43 82 ნახვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველი პარამოფარიკავეები ბრაზილიიდან, სან პაულოს მსოფლიო თასის გათამაშებიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ. ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე ტურნირზე ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი აიღო. ნინა თიბილაშვილმაც ნაკრებს ორი მედალი მოუტანა, ხმლით ასპარეზობაში – ოქროს მედალი, რაპირში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

2025 წელი წარმატებით დაიწყო გვანცა ზადიშვილმაც. მის ანგარიშზეც ორი მაღალი სინჯის მედალია. ის ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში