ტატო გრიგალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

24 თებერვალი 2025, 08:43 59 ნახვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ტატომ ექვსივე დაპირისპირება მარტივად მოიგო, ფინალში კი ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა.

იმავე წონაში ფინალურ ბლოკში იჭიდავა ნიკოლოზ დავლაძემაც, მაგრამ მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ესპანელ როდრიგესთან წააგო.

ვარშავის ღია პირველობაზე სულ 14 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, თუმცა გრიგალაშვილის გარდა, ყველა მათგანი ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში