ვითარება ხელვაჩაურში

21 თებერვალი 2025, 19:55 231 ნახვა

გადაუღებელი თოვის გამო ხელვაჩაურში 4 200 აბონენტი უშუქოდ რჩება. მერის ინფორმაციით პრობლემა რამდენიმე სოფელში, მათ შორის ჯოჭოსა და მაჭახლის ხეობაში შეიქმნა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა. სამუშაოებს ინტენსიური თოვა ართულებს.
რაც შეეხება გზებს, ცენტრთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლო და საუბნო გზების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 18 მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში