ტურისტული გამოფენა

27 აპრილი 2017, 00:00 1989 ნახვა

კავკასიის  მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას  „ექსპო-ჯორჯია“ მანსპინძლობს. მასში ასზე მეტი კომპანია მონაწილეობს.   საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად,  აჭარის ტურიზმის  ადმინისტრაციამ და   ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა თავიანთი პროდუქცია წარმოაჩინეს.   გამოფენის  ფარგლებში, უკვე მესამედ,  ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალიც ჩატარდება.

დამთვალიერებლები, კვალიფიციური კონსკულტანტების დახმარებით, დასვენებისა და მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას შეძლებენ.   გამოფენა, რომელიც 29 აპრილს დაიხურება, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.  

ამავე კატეგორიაში