ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დღეს გაიმართება

21 თებერვალი 2025, 10:50 124 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. დღეს წილისყრა გაიმართება, რომელიც დააწყვილებს ტურნირზე შემორჩენილ 16 გუნდს. თითოეულ გუნდს ორ-ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავს.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.  პარიზელები „ლივერპულს“ სულ ოთხჯერ შეხვდნენ და სტატისტიკა თანაბარია - 2 მოგება და 2 მარცხი.

რაც შეეხება „ბარსელონას“, - „პარი სენ-ჟერმენმა“ კატალონიელებთან 15 მატჩი გამართეს. ამათგან 5 მოიგეს, 6 წააგეს და 4-ჯერ ფრე ითამაშეს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე, ნიონში მდებარე უეფას შტაბ ბინაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში