ქედის მერიამ ნაგვის ახალი ურნები შეიძინა

18 თებერვალი 2025, 10:44 256 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 55 ერთეული ნაგვის ურნა შეიძინა. კონტეინერების ნაწილი იმ ურნებს ჩაანაცვლებს, რომლებიც დაზიანებულია, ნაწილი კი ახალ ლოკაციებზე დაიდგმება.

ნაგავშემკრები ურნების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 40 000 ლარი დაიხარჯა.

ამასთან მუნიციპალიტეტს სამი ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება.   

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში