აშშ-რუსეთი მოლაპარაკებები

17 თებერვალი 2025, 19:50 299 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთშია დაგეგმილი, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდნენ და ვერ აღიარებენ  შეთანხმებას მათ გარეშე. ცნობისთვის ხვალ საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომელზედაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს განიხილავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში