აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ სკოლებისა და უნივერსიტეტების ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, რომლებიც მოითხოვენ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ბრძანება ავალებს განათლებისა და ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტებს, გამოსცენ მითითებები ბრძანების შესასრულებლად და შექმნან გეგმები „კოვიდ-19“-ის იძულებითი სავალდებულო ვაქცინაციის დასასრულებლად“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჟამად არცერთი შტატი არ მოითხოვს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და, სულ მცირე, 21 შტატმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სავალდებულო ვაქცინაციას. მხოლოდ, 15 კოლეჯი, რომელთაგან ყველა კერძო დაწესებულებაა, ჯერ კიდევ, ითხოვს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციას.