ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ბათუმის ყინულის არენაზე შეჯიბრება ფიგურულ სრიალში დაიწყო.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის ინგა გურგენიძემ იასპარეზა. ინგა ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება.
მოკლე პროგრამის შესრულებისთვის ქართველმა მოციგურავემ 58,84 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი დაიკავა.
დღეს ინგა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს. გოგონათა შორის შეჯიბრება 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია.