ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ბათუმის ყინულის არენაზე დღეს დაიწყო შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს 15 წლის ინგა გურგენიძე წარმოადგენს.
ქართველი მოციგურავე ტურნირის მთავარ ფავორიტად მოიაზრება. ინგას ასპარეზობა 17:00 საათიდან დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.
ქართველი მოციგურავე დღეს მოკლე პროგრამით წარსდგება, ხვალ კი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.