იორდანია ღაზის სექტორიდან სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე 2 ათას ბავშვს მიიღებს, – ამის შესახებ იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იორდანიის მეფის გადაწყვეტილებას „შესანიშნავი“ უწოდა.
აშშ პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ღაზის სექტორიდან პალესტინელების მიღებასთან დაკავშირებით ეგვიპტესთან შეთანხმებას მიაღწევს.