პესკოვი უარყოფს ტრამპის წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტს

11 თებერვალი 2025, 14:01 131 ნახვა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უარყოფს ტელეგრამარხებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდა.  

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონტაქტები რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა დონეზე გარკვეული არხებით დაიწყო და გააქტიურდა.

უკრაინის საკითხზე კონტაქტების შესახებ საუბრისას რუსეთის  პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჯერ არაფერი აქვს სათქმელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში