ისრაელში დემონსტრანტებმა აიალონის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ასე გააპროტესტეს დაჯგუფება ჰამასის მიერ ღაზაში მძევლების შემდგომი გათავისუფლების შეჩერება.
ჰამასის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, მძევლების ოჯახები და მათი მხარდამჭერები გამოვიდნენ თელ-ავივის ქუჩებში, რათა ზეწოლა მოეხდინათ ისრაელის მთავრობაზე, არ დატოვოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
გუშინ ჰამასმა განაცხადა, რომ წყვეტს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, რაც რეგიონში კონფლიქტის ხელახლა გააქტიურების რისკს ზრდის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჰამასს ულტიმატუმი წაუყენა. ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასთან“, თუ ის შაბათამდე არ დააბრუნებს ყველა მძევალს, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფებიან.