საპროტესტო გამოსვლები ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ 

09 თებერვალი 2025, 10:09 183 ნახვა

გერმანიის ქალაქებში ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები მიუნხენსა და ბრემენში ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, მიუნხენში, დემონსტრაციაში 300 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობდა.

„ხმამაღლა მემარჯვენეების წინააღმდეგ“ – ასეთი იყო ბრემენში გამართული აქციის ლოზუნგი. პოლიციის მონაცემებით, შეკრებაში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების შეფასებით კი, აქციაზე 50 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა.

საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა ჰანოვერსა და გერმანიის სხვა ქალაქებშიც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში