დღეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად გაიხსნება.
სამთო თხილამურობასა და ბიათლონში შეჯიბრებები ჩატარდება ბაკურიანში, ფიგურულ ციგურაობაში - ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და დაიხურება 16 თებერვალს.
ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი ) მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი ) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, სადაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა.