პრეტენზიები ხულოს გამგეობას

26 აპრილი 2017, 00:00 3450 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს გამგეობას მუნიციპალიტეტის ქონების მოუვლელობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ხუთი თვის წინ  გახსნილი საბილიარდო და თეატრონი  მწყობრიდან გამოვიდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ჯორბენაძე გამგეობას  რეაბილიტირებული ობიექტების მოსავლელად ერთი შტატის დამატებას ურჩევს.

ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ხულოს გამგეობაში. გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, თეატრონისა და საბილიარდოს მოვლა პატრონობისთვის შტატი უკვე არსებობს, პრობლემას კი მოქალაქეების უპასუხისმგებლობას უკავშირებს. გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.

თეატრონის რეაბილიტაციისთვის 160 ათასი, ხოლო საბილიარდოს მოსაწყობად, 13 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში