სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

05 თებერვალი 2025, 09:27 123 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური  ცალკეული მედიასაშუალებების მიერ, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბრალდებული მ.ა.  სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. 

"ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. ბრალდებული მ.ა.,  ამ ეტაპზე,  რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად", - აღნიშნულია განცხადებაში. 
 
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.
 
ისინი ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, 
თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში