ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

25 აპრილი 2017, 00:00 23218 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში გუშინ, გვიან ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ ზვარესთან მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა და სამი მგზავრიდან ერთი, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანის ამოყირავებისას გადმოვარდა და გადარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს  მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობას იწვევს.

 

ამავე კატეგორიაში