ბათუმის თასზე აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით, ვეტერან აფროსანთა რეგატა იმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც რეგატაში საქართველოში არსებული ყველა კლუბი მონაწილეობს. გახსნის საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ. ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება.