საპროტესტო აქცია რობერტ ფიცოს წინააღმდეგ

25 იანვარი 2025, 12:01 156 ნახვა

რობერტ ფიცოს წინააღმდეგ სლოვაკეთის ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის მიერ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. სკანდირებდნენ „სლოვაკეთი რუსეთი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა“. პრემიერისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორების განცხადებით, ბრატისლავაში სულ მცირე 60 ათასი ადამიანი გამოვიდა, დემონსტრაციები გაიმართა სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც. ცნობისთვის, ქვეყანაში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც პრემიერმა ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ე.წ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში