კოლუმბიაში ესპანეთისთვის განკუთვნილი 8 ტონა კოკაინი ამოიღეს

23 იანვარი 2025, 11:30 106 ნახვა

კოლუმბიის პოლიციამ ბუენავენტურის პორტში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტია წყნარ ოკეანეში, ესპანეთისკენ მიმავალ გემზე  8,2 ტონა კოკაინი აღმოაჩინა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ამოღებული ნარკოტიკული საშუალების რეკორდული რაოდენობაა.
ნარკოტიკი, რომლის ღირებულება დაახლოებით 472 მილიონ დოლარს შეადგენს, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში იგზავნებოდა და  მინერალური სასუქებით დატვირთულ  კონტეინერებში იყო დამალული. პოლიციას ოპერაციის დროს არავინ დაუკავებია და არც ის არის ცნობილი, თუ რომელ ორგანიზაციას ეკუთვნოდა კოკაინი. 2024 წელს კოლუმბიაში არმიამ და ეროვნულმა პოლიციამ რეკორდული 861,7 ტონა კოკაინი ამოიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი