ჩემპიონთა ლიგაზე კაშიას და კიტეიშვილის გუნდები დამარცხდნენ

22 იანვარი 2025, 08:48 102 ნახვა

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები. დამარცხდნენ ქართველი ფეხბურთელების გუნდები. ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ატალანტასთან“ სტუმრად 0:5 წააგო. გურამ კაშიას „სლოვანი“ კი „შტუტგარტთან“ 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია „ბენფიკა“-„ბარსელონას“ დაპირისპირება.  კატალონიელები 1:3 აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მატჩი 5:4 მოიგეს.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „მონაკო“-„ასტონ-ვილა“ 1:0; „ცრვენა-ზვეზდა“-„ეინდჰოვენი“ 2:3; „ბრიუგე“-„იუვენტუსი“ 0:0; „ატლეტიკო“-„ლევერკუზენი“ 2:1; „ლივერპული“-„ლილი“ 2:1; „ბოლონია“-„დორტმუნდი“ 2:1. დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ცხრა შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი