ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ მერაბმა კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
უმარი ძლიერი მებრძოლია, ბებერი მიწოდა, კი, ბებერი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომისმოყვარეობითა და საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი შესაძლებელია. მე ძველი სკოლის კაცი ვარ, მჯერა ძველი სკოლის, მჯერა მძიმე შრომის... ხალხო, გთხოვთ, არავის მისცეთ უფლება, რომ დაგაშინოთ, დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერი შესაძლებელია.
მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ვინც აქ ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა და ყველა ქართველს, ყველა მიყვარხართ, მიყვარხართ ქართველებო! არასდროს ვჩერდები და ყოველთვის ვვარჯიშობ. როდესაც ექვსი კვირის წინ ჩხუბზე დავთანმხდი, ტრავმა მქონდა, ფეხი მტკიოდა და ნაკერი მქონდა, გარდა ამისა, წელის ტკივილიც მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბრძოლა მჭირდებოდა. მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, ფავორიტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მჯერა საკუთარი თავის. ახლა შემიძლია კარიერა დავასრულო და მოვკვდე. და, კიდევ ერთხელ, მიყვარხარ ჩემო ქვეყანა, მიყვარხარ საქართველო!“, - განაცხადა დვალიშვილმა.
ქამრის დაცვასთან ერთად მერაბმა UFC-ში ახალი რეკორდიც დაამყარა: მან ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა.
ყველაზე პრესტიჟულ შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციაში საქართველოს ისევ ორი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია ჰყავს.