ბათუმში სასტუმრო "შერატონის" წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს და მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილები ამბობენ, რომ პროკურატურა ცდილობს სასტუმრო შერატონის ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მიჩქმალოს და ობიექტური გამოძიება არ აწარმოოს. ისინი "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძვნებელს მზია ამაღლობელს სოლოდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მაშინ როცა მზია ამაღლობელს ბრალი აბსურდულ ბრალდებაზე წაუყენეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ამ დროს ზვიად ქორიძიძეზე თავდამსხმელები ჯერ კიდევ დაკავებულები არ არიან და არც დაკითხვა არ დაწყებილა დამნაშავეების.