აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასები დასტაბილურდება სანქციების ყველაზე ფართო პაკეტის დაწესების შემდეგ, რომლის სამიზნე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებია. ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი არ დააწესებდა სანქციებს, თუ ეს პრობლემებს შეუქმნიდა ამერიკელ მომხმარებლებს.
სალივანის თქმით, სანქციები არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდს უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის ბერკეტს მისცემს.