ქართველმა წყალბურთელებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს 

10 იანვარი 2025, 10:03 96 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალის დარჩენილ მატჩში რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა და მასპინძელი გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 24:12 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

7-7 გოლით ბომბარდირობა გაიყვეს დადვანმა და ახვლედიანმა.

შეხვედრა 5 გოლით დაასრულა რუმინელმა გეორგესკუმ. მეოთხედფინალში გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: უნგრეთი-საქართველო; საბერძნეთი-იაპონია; ამერიკის შეერთებული შტატები-მონტენეგრო; ხორვატია-ესპანეთი. მატჩები დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში