საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარა და 11:13 დამარცხდა. ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებდა.
წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები განაგრძობს ბრძოლას მეოთხედფინალის საგზურისთვის. ქართველი წყალბურთელები შესარჩევი ტურნირის C დივიზიონის, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და რუმინეთი ასპარეზობს, მესამეადგილოსანს 9 იანვარს დაუპირისპირდებიან.