ბლინკენი სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩავიდა

06 იანვარი 2025, 10:54 156 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია სამხრეთ კორეის დემოკრატიის სიმტკიცეში და სრულად ენდობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლს ჩოი სანგ-მოკს - ამის შესახებ  ნათქვამია სეულის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ბლინკენმა ეს კომენტარი სეულში ვიზიტის დროს ჩოისთან შეხვედრაზე გააკეტა - წერს   უწყება. 

შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის  „ურყევ“ ერთგულებას  და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისთვის ძლიერი ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის მომზადებისკენ მოუწოდა - ნათქვამია ოფიციალური განცხადებაში.

ჩოი მხარს უჭერს  პრეზიდენტს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენს, რომლის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამ ქვეყნის პარალიზება და 14 დეკემბერს მისი თანამდებობიდან გადაყენება  გამოიწვია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში