სამხრეთ კორეის იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დროშებით ხელში მომიტინგეები იოლის დაკავების ორდერის ვადის ამოწურვის მოახლოების გამო შეიკრიბნენ.
სამხრეთ კორეელი გამომძიებლები იუნის დაკავების ორდერის ვადის გაგრძელებას შეეცდებიან - განაცხადა პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ პოლიციას მიმართა აღასრულოს იოლის დაკავების განკარგულება.
სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოს მას შემდეგ მიმართა, რაც 3 იანვარს ორდერის შესრულების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და გამომძიებლებს იუნთან მიახლოების სასუალება არ მისცა.
იუნ სუკ იუნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 3 დეკემბრის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაწყებული სახალხო მღელვარების გამო აღიძრა, რომელმაც შოკში ჩააგდო სამხრეთ კორეის მოსახლეობა და სასამართლომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გამოსცა დაპატიმრების ორდერი მოქმედი პრეზიდენტისთვის.