იტალიის პრემიერ-მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

05 იანვარი 2025, 15:59 201 ნახვა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შეხვდა. 

შეხვედრის შესახებ დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ვაჭრობის საკითხების განხილვას აპირებდა. იგეგმებოდა თეირანში დეკემბერში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტის საქმეზე მსჯელობაც.

იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში მას შემდეგ დააკავეს, რაც სამი დღით ადრე მილანის მალპენსას აეროპორტში აშშ-ის ორდერის საფუძველზე დააკავეს ირანელი ბიზნესმენი, მუჰამედ აბედინი.

აშშ მას დრონებისთვის ნაწილების მიწოდებაში ადანაშაულებს, რომლებიც იორდანიაში 2023 წლის თავდასხმისას გამოიყენეს, რასაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

ირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

მომავალ კვირას ჯორჯია მელონი რომში ვიზიტისას აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსაც შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში