ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის-დოიჩე ველე

31 დეკემბერი 2024, 15:12 161 ნახვა

ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ევროპული ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ მესამე ქვეყნებიდან გაზი ალტერნატიული მარშრუტებით მიაწოდოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას.
ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ბოლო წლებში ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაფართოების სამუშაოებმა გაზის მიწოდების საიმედოობა გააძლიერეს .

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში