გამოფენები, სპორტული მარათონები და სხვა ღონისძიებები ჩატარდა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც. აგვისტოს ომში დაღუპული ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ქედაში. საქრთელოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს შუახევში. სამშობლოსთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს ხულოშიც. ხელვაჩაურში საზეიმო განწყობა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით შეიქმნა. ქობულეთში დღის კულმინაცია იყო კონცერტი კულტურის სახლში.